ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი – საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი - საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობსკორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული სანიტარული უსაფრთხოების ზომებია მიღებული: ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინ ხელი უნდა დაიბანოს, უბანზე მათ მადეზინფიცირებელი გელი ხვდებათ, იატაკზე სპეციალური ნიშნულებია მოთავსებული, რათა ამომრჩეველი ერთმანეთს 1 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეს.

ხელისუფლებამ ამომრჩეველს მოუწოდა არჩევნებზე საკუთარი პასტებით მოსულიყვნენ. ამასთან, რეგისტრაციის გავლის დროს მოქალაქეებმა დამცავი ნიღბები უნდა მოიხსნან.

12 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებამ 18%-ს გადააჭარბა, რაც 5%-ით ნაკლებია 2014 წელთან შედარებით.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში 4.500-ზე მეტია დაინფიცირებული, გარდაიცვალა 91, ხოლო 300 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

ნიუპოსტი