კევინ დურანტს კორონავირუსი აქვს

კევინ დურანტს კორონავირუსი აქვსბრუკლინ ნეთსის ფორვარდს კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. დურანტი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ის თავს კარგად გრძნობს. ვარაუდობენ რომ მას ვირუსი აეროპორტში გადაედო, თუმცა ჯერჯერობით თვითონ კალათბურთელი ამის შესახებ არ საუბრობს.

ვირუსი ასევე დაუდგინდა იუტა ჯაზის მცველს რუდი გობერს, რომელიც პირველი დაინფიცირებული კალათბურთელი გახდა ნბა-ში. საკალათბურთო სეზონი ამერიკაში დროებით შეჩერებულია.