კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, –  იუწყება L’Equipe.

პირველადი ინფორმაციით, კილიან მბაპეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, მაგრამ ანალიზის საბოლოო პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა 30 გოლი გაიტანა, მათ შორის ხუთი – ჩემპიონთა ლიგაზე.