“კორონავირუსი ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არაა, ინფიცირებულთა 80% მას გართულების გარეშე გადაიტანს”

"კორონავირუსი ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი არაა, ინფიცირებულთა 80% მას გართულების გარეშე გადაიტანს"AMBEBI.GE ამე­რი­კა­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს, ზაზა ვარ­სი­მაშ­ვილს ესა­უბ­რა. იგი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მე­ბის და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის დი­რექ­ტო­რია. მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ად­გი­ლობ­რი­ვი 5 კლი­ნი­კაა, მათ შო­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი…

– რო­გორც იცით ამე­რი­კა­ში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ძაან ჩახ­ლარ­თუ­ლია ხოლ­მე რე­ა­ლო­ბა, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­გის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყონ ამ ყვე­ლაფ­რის. რა­საც ახლა ვკი­თხუ­ლობ – აქ ზუს­ტად სი­ტყვა-სი­ტყვით ასე წე­რია, “პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს $50 მი­ლი­არ­დის და­ფი­ნან­სე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სა­ხით”.

ამე­რი­კა­ში იგ­რძნო­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. აქ უფრო იმის შე­ე­შინ­დათ რომ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და გა­ავ­რცე­ლებ­დნენ… სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მგზავ­რო­ბი­სას ვრცელ­დე­ბა, რად­გან და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა და სა­ერ­თო ჰა­ე­რი.

დო­ნალდ ტრამპმა შენ­გე­ნის ზო­ნი­დან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლა, რაც რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მელ­საც მომ­ხრე­ე­ბიც ჰყავს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც… ერ­თდრო­უ­ლად აკ­რძალ­ვა შე­ე­ხე­ბა რო­გორც ფრე­ნებს, ასე­ვე გე­მით ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მგზავ­რო­ბას… სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბის აკ­რძალ­ვა და თბი­ლი ამინ­დე­ბის დად­გო­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხებს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვიცი იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ…. სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი რან­გის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან! პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­სა­ხებ, ისე­დაც ყვე­ლამ იცის! უბ­რა­ლოდ, მთე­ლი ქვეყ­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მათ მიერ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა შე­უ­წყოს ხელი ამ ყვე­ლა­ფერს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, რაც ამ ვირუსს ახა­სი­ა­თებს, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა უსიპ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­საც ვირუ­სი გა­დამ­დე­ბია და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ვირუ­სი ბევრ ადა­მი­ანს გა­დას­დოს. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამე­რი­კა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რად­გან ამ­ხე­ლა დის­ტან­ცი­აა, ამან შე­უ­წყო ხელი, დღეს რომ ასე ცოტა შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მე სა­დაც ვარ, იქ ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი შემ­თხვე­ვაც არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა… ახლა უკვე იღე­ბენ ზო­მებს პრე­ვენ­ცი­ის­თვის – სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იკე­ტე­ბა.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ეს ვირუ­სი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი არ არის! 80% ალ­ბათ ისე გა­და­ი­ტანს, რომ ზედ­მე­ტი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის.
და­ნარ­ჩე­ნებ­ში, ვი­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა ექ­ნე­ბა, სიპ­ტო­მა­ტუ­რად მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ და მათი უმე­ტე­სო­ბაც გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა! არ არის ის ვირუ­სი, რო­მე­ლიც და­ე­მარ­თე­ბა და მოკ­ლავს! უბ­რა­ლოდ ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ იცი­ან რა არის და ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ. ერთი წლის მერე ალ­ბათ პრო­ტო­კო­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და ვაქ­ცი­ნაც.

– 2002 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი SARS-ის ვირუ­სი, რო­მე­ლიც 26 ქვე­ყა­ნას მის­წვდა, პან­დე­მი­ად არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო…

– დიახ და მერე ისე გაქ­რა, აღა­რა­ვის გახ­სე­ნე­ბია. 2012 წელს იყო კი­დევ ეგე­თი MERS-ი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არც არა­ვინ იცის. პა­ნი­კა უფრო მე­ტად ატე­ხი­ლია იმი­ტომ, რომ ასე ვთქვათ, ახა­ლი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვირუ­სია, რო­მელ­თა­ნაც აქამ­დე შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია ადა­მი­ანს და არც ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლე­ბი არ­სე­ბობს! სიკ­ვდი­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ტი­პის ვირუ­სებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი აქვს, თან უფრო ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა! ზუს­ტად ვე­რა­ვინ გე­ტყვით ახლა, შე­იძ­ლე­ბა ამა­ნაც SARS-ივით ისე ჩა­ი­ა­როს, არა­ვის ახ­სოვ­დეს, თუმ­ცა უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით რა­ღაც ფორ­მით დარ­ჩე­ბა. უბ­რა­ლოდ, მკურ­ნა­ლო­ბა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და გა­მო­სა­ვა­ლიც, ვაქ­ცი­ნაც ექ­ნე­ბათ!

ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის და ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ვინ­მეს გამ­ხნე­ვე­ბა მსურს! რაც არის რე­ა­ლო­ბა, იმას მო­გახ­სე­ნებთ! რაც წე­სე­ბია, ყვე­ლამ და­ვიც­ვათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­საც ვხე­დავ, ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რად კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი! აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მკაც­რად დაც­ვა, მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სა­რის­კო ქვეყ­ნებ­ში, ის ჯაჭ­ვი რომ გა­წყდეს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის გა­და­დე­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და თბი­ლი ამინ­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბაც ბევ­რის იმედს იძ­ლე­ვა!

ამბები