არსენალის მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. არტეტამ განაცხადა რომ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომ ტესტი ჩააბარა, რის შემდეგაც მას დაავადება დაუდასტურდა. არტეტამ იმედი გამოთქვა რომ სამსახურს მალე დაუბრუნდება.
ბუნებრივია ინგლისის საფეხბურთო ფედერაციამ ზომები მიიღო და ჩემპიონატი 4 აპრილამდე შეჩერებულია მთლიანად არსენალი კი კარანტინშია გადაყვანილი.

