მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადდა – 3 აპრილამდე ყველა შეკრება აიკრძალა

მთელ იტალიაში კარანტინი გამოცხადდა - 3 აპრილამდე ყველა შეკრება აიკრძალაკორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.

იტალიის ხელისუფლების ახალი ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.

9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსისგან იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.