სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა ანა აკობიანმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა.
მოგვიანებით ფაშინიანმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი და მისი მეუღლის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

