პიკე: ”ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ისევ შეგვიძლია”

პიკე: ”ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ისევ შეგვიძლია”რეალი-ბარსელონას შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე რეალის გამარჯვებით დასრულდა 2:0 და მადრიდელები ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ისევ აქვს ჩემპიონობის შანსები:

”სამწუხაროა რომ პრინციპულ მეტოქესთან დავმარცხდით, თან პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მათ მოუმატეს და ჩვენ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით. წინ კიდევ ბევრი თამაშია და ჩემპიონობის შანსი ნამდვილად არ დაგვიკარგავს”.