პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდაპოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელ“ტვიტერში“ ავრცელებს.

„თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა,“ – წერს ვოსი.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.