პრემიერ ლიგა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

პრემიერ ლიგა რამდენიმე ვარიანტს განიხილავსპრემიერ ლიგის ხელამძღვანელობას სეზონის გაუქმება არ სურს და ისინი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ყველაზე რეალური ვარიანტი 4 აპრილს სეზონის განახლებაა, რა თქმა უნდა ცარიელ ტრიბუნებზე. ამ შემთხვევაში ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი მატჩებამდე მკაცრ შემოწმებას გაივლის.

არსებობს სხვა ვარიანტიც რომ სეზონი ივლისში დაასრულონ, თუ უეფა ევროპის ჩემპიონატს გადადებს, მაგრამ ეს ვარიანტი ჯერჯერობით უფრო ბუნდოვანი ჩანს. ფაქტია რომ ინგლისში სეზონის ჩამთავრება სურთ და ამისთვის გზებს ეძებენ.