რომის პაპმა ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის მეშვეობით იქადაგა

რომის პაპმა ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის მეშვეობით იქადაგაიტალიაში კორონავირუსის გავრცელებამ რელიგიური ტრადიციებში ცვლილება შეიტანა. რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ლოცვა არა ვატიკანის სამოციქულო სასახლის ფანჯრიდან, არამედ ბიბლიოთეკიდან ვიდეოხიდის მეშვეობით წაიკითხა.

პონტიფიკოსის ქადაგებას უჩვენებდნენ წმინდა პეტრეს მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე, სადაც მორწმუნეთა შემცირებული რაოდენობა იყო.

„ჩვენ ასე ვლოცულობთ სიფრთხილის გამო, როგორც ამას იტალიის ხელისუფლება გვირჩევს“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ ქადაგების დაწყებამდე.