რონალდინიო პარაგვაიში დააპატიმრეს

რონალდინიო პარაგვაიში დააპატიმრესმსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის და მისი ძმა პარაგვაიში ყალბი პასპორტის გამო დააპატიმრეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება ეს ისტორია, თუმცა რონალდინიოს ბოლო პერიოდში ბრაზილიაშიც ჰქონდა პრობლემები კანონთან და მას გადასახადების არ გადახდაში ადანაშაულებდნენ.

ამის გამო რონალდინიოს რამდენიმე ავტომობილიც ჩამოართვეს. თვითონ ფეხბურთელს დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.