რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 438-ს მიაღწია

რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 438-ს მიაღწია24 საათის განმავლობაში რუსეთშ კორონავირუსით დაავადების კიდევ 71 შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეისთვის რუსეთში 438 დაავადებულია.

დაავადებულთა 60 პროცენტი მოსკოვშია, მათი რიცხვი 262-ს აღწევს. მოსკოვის მერმა დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხანდაზმულ და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებულებს 14 აპრილამდე საკუთარ სახლებში თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.