სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს აბრალებენ

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს აბრალებენ

სამხრეთ კორეის დედაქალაქში ადგილობრივი რელიგიური ჯგუფის ლიდერების წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რელიგიური სექტის ლიდერებმა, სადაც პირველად კორონავირუსის გავრცელება მოხდა, არ ითანამშრომლეს შესაბამის სტრუქტურებთან, რის გამოც ვირუსი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. სეულის მერი აცხადებს, რომ ამ პირებს ზუსტი და დროული ინფორმაცია რომ მიეწოდებინათ, ეფექტური ზომები გატარდებოდა იმ ადამიანთა დასაცავად, ვინც მოგვიანებით ვირუსით დაიღუპა.

ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ რელიგიური ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი დააინფიცირეს, რამაც ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება გამოიწვია.

სამხრეთ კორეის რელიგიური ჯგუფის ლიდერმა, ლი მე ჰიმ, პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა და ქვეყნის მოსახლეობას პატიება სთხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს განზრახული არ იყო, ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით მისი შეჩერება. პატიებას გთხოვთ“, -განაცხადა ლი მე ჰიმ.

იპნ