”საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების კლება 8-12 დღეში დაიწყება”

”საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების კლება 8-12 დღეში დაიწყება”საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს ის ზომები იძლევა, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო.

„საჭიროების შემთხვევაში ჩავერევით, რომ დავრწმუნდეთ ხალხი გამოცხადებულ ზომებს ემორჩილება. როცა ფანჯრებიდან ვიყურები, ვხედავ, რომ ხალხი თანდათან ასრულებს რეკომენდაციებს“,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში 17 მარტისთვის კორონავირუსის 7.730 შემთხვევაა დაფიქსირებული.