საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება

საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურებაკორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კოროვირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გაზრდის სოციალურ დისტანციას.

პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ შაბათს გვიან ღამით ყველა ადგილის დაკეტვა დაიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მათ შორის რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები.

”ბაზრები და კვების ობიექტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, გაზეთები და თამბაქოს მაღაზიები დარჩება ღია”, – აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, ღია იქნება რელიგიური ორგანიზაციები, თუმცა რელიგიური ცერემონიები და შეკრებები გადაიდება.

“ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც უყვარს შეკრებები, მხიარული ხალხი. ხალხი, რომელსაც ერთად ცხოვრება უყვარს … შესაძლოა, კიდევ უფრო მეტადაც კი, როდესაც შიში ვრცელდება.

ვხედავთ ძალიან ბევრ ადამიანს კაფეებსა და რესტორნებში. ჩვეულებრივ დროს ეს სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან ეს არის საფრანგეთი, რომელიც ყველას გვიყვარს….მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირის მანძილზე, ეს არ არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ”, – დასძინა ფილიპმა.

იპნ