აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით ამერიკაში 37.000 ადამიანი დაიღუპა, ყოველ წელს კი ეს რიცხვი 27.000-დან 70.000-მდე მერყეობს, მიუხედავად ამისა, კი ცხოვრება გრძელდება.
„გასულ წელს ჩვეულებრივი გრიპით 37.000 ამერიკელი დაიღუპა. ყოველ წელს ეს რიცხვი 27.000-დან 70.000-მდე მერყეობს. არაფერი დახურულა, ცხოვრება და ეკონომიკა გრძელდება. ამ დროისთვის კორონავირუსის 546 შემთხვევაა დადასტურებული, 22 გარდაცვლილით. იფიქრეთ ამაზე!“ , – დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერზე”.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი აშშ-ის 34 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია გავრცელებული.

