ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსთან გასამკლავებლად 16 სახელდახელოდ აშენებული საავადმყოფოდან ერთ-ერთი დახურეს, რისი მიზეზიც დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის კლება გახდა.
ჰოსპიტალის დახურვასთან დაკავშირებით ახალი ამბები ემთხვევა საგრძნობ კლებას დაავადებული ადამიანების ახალი შემთხვევებისა ჰუბეის პროვინციაში, თუმცა ქალაქი მაინც რჩება ყველაზე მაღალი რისკის ზონად დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მხრივ.
ჰუბეის პროვინციაში დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე საგრძნობლად იკლო და იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში დაავადებულთა 200 შემთხვევა ყველაზე მცირეა დღემდე.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 90.000-ს აღემატება, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3.119-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48.163-ს უდრის.
ნიუპოსტი

