უკრაინის რადამ პრემიერი გონჩარუკი გადააყენა

უკრაინის რადამ პრემიერი გონჩარუკი გადააყენაუკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა.

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის რადამ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩია.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რადას სთავაზობს, პრემიერ-მინისტრად დანიშნოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დენის შმიგალი.

იპნ