23 იანვრიდან ჩაკეტილი უხანიდან მოსახლეობას გასვლის უფლება მისცეს

23 იანვრიდან ჩაკეტილი უხანიდან მოსახლეობას გასვლის უფლება მისცესჩინეთის ხელისუფლებამ უხანიდან, რომელიც კოვიდინფექციის ეპიდემიის კერა იყო და 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი, გამოსასვლელი გზები გახსნა.

ხელისუფლებამ გახსნა ქალაქიდან გამოსასვლელი მაგისტრალები და მოქალაქეებს ნება დართო, ავტომანქანებით დატოვონ ქალაქი.

მომხდარს პირდაპირ ეთერში ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

უხანი 23 იანვრიდან გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ქალაქთან სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდა. არ მუშაობდა მეტრო და ავტობუსები. ქალაქში არ უშვებდნენ წყლის ტრანსპორტსაც, არ მუშაობდა აეროპორტი და რკინიგზის სადგურები. უხანის მცხოვრებლებს განსაკუთრებული ნებართვის გარეშე ქალაქის დატოვების უფლება არ ჰქონდათ.