ხმაურია ამ წუთებში მარნეულში, სადც მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ იმირის კასუმლოს და აღმამედლოს მოსახლეობა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას თხოვს. მათი თქმით, მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ მათ პროფუქტების რეალიზაციაში დაეხმარებიდნენ, თუმცა ამ დრომდე დაპირება არ სრულდება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ცდილობს აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანოს.
მოსახლეობა ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზებას ვერ ახერხებს. ამიტომ რამდენიმე მათგანმა ხილ-ბისტნეული გზის სავალ ნაწილზე დაყარა.
“სად არის მთავრობა, ბანკიდან 40 000 კარი მაქვს გამოტანილი, პროდუქტი გვიფუჭდება”- აცხადებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.
ნიუპოსტი