99 წლის ვეტერანმა კაპიტანმა ტომ მურმა კოვიდ 19-თან საბრძოლველად 23,7 მილიონი დოლარი შეაგროვა – ვიდეო

99 წლის ვეტერანმა კაპიტანმა ტომ მურმა კოვიდ 19-თან საბრძოლველად 23,7 მილიონი დოლარი შეაგროვა - ვიდეომეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა, კაპიტანმა ტომ მურმა, რომლიც აპრილის მეორე ნახევარში 100 წლის ხდება, 8 აპრილს საოცარი აქცია წამოიწყო.

მან გადაწყვიტა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ფულის შეგროვება საკუთარი სახლის ეზოში სიარულის ონლაინ ტრანსლირებით.

თავდაპირველად მას იმედი ჰქონდა, რომ ეზოს პერიმეტრის 100-ჯერ გავლით 1.000 გირვანქა სტერლინგს შეაგროვებდა.

კაპიტანი 8 აპრილიდან ყოველდღე ეზოს 10 შემოვლას აკეთებდა.

დღეს, 17 აპრილს, მისი აქცია დასრულდა კაპიტნის ანგარიშზე კი 19 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეგროვდა, რაც 23,7 მილიონ დოლარს უდრის.

“ასეთ თანხას ნამდვილად არ ველოდი, გაოგნებული ვარ” – უთხრა კაპიტანმა მურმა სიენენს.

ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ვეტერან კაპიტანს გმირი უწოდა.