ადა კოლაუ – “ბავშვებს სუფთა ჰაერზე გასვლის ნება უნდა მივცეთ” – რას შეცვლის პედრო სანჩესი

ადა კოლაუ - "ბავშვებს სუფთა ჰაერზე გასვლის ნება უნდა მივცეთ" - რას შეცვლის პედრო სანჩესიბარსელონას მერმა ადა კოლაუმ, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ესპანეთის მთავრობას მიმართა წინადადებით, ბავშვებს გარეთ გასვლის ნება მისცენ.

14 მარტს მიღებული შეზღუდვების მიხედვით, ბავშვებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, თუმცა პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 27 აპრილიდან ამ წესის შერბილებას ფიქრობს, რათა ბავშვებს სუფთა ჰაერზე გასვლა შეეძლოთ.

გუშინ, 18 აპრილს, საღამოს, პედრო სანჩესმა თქვა, რომ ესპანეთმა უკან მოიტოვა კოვიდ 19-ის რთული მომენტები და მასთან ღირსეულად გამკლავება მოახერხა.

ამ დროს არსებული ინფორმაციით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195.944 შეადგინა.

მათგან განკურნებულია 77.357 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,4%-ია

გარდაცვლილია 20.639 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,5%-ს შეადგენს.