ამერიკა ოქრუაშვილის განაჩენით შეშფოთებულია – „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”

ამერიკა ოქრუაშვილის განაჩენით შეშფოთებულია - „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”“ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას” – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ შეშფოთებულია ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენის გამო. “პოლიტიკური ჩარევა და შერჩევითი სამართლის გამოყენება” – ეს ის პოლიტიკური შეფასებებია, რასაც აშშ-ის საელჩო განცხადებაში იყენებს.

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.