აშშ-ში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდა

აშშ-ში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდაამ დროისთვის აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 644.348-ს შეადგენს.

მათგან განკურნებულია 48.708 ადამიანი.  ეს ინფიცირებულთა  საერთო რაოდენობის 7,5%-ს შეადგენს. ეს 13 აპრილის მონაცემებს 1,7%-ით აღემატება.

გარდაცვლილია 28.554 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 4,4%-ია. ეს 13 აპრილის მონაცემებს 0,4%-ით აღემატება.