ბათუმში 4 ოჯახს საცხოვრებელი დაეწვა

ბათუმში 4 ოჯახს საცხოვრებელი დაეწვა21 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მეტრზე იყო მოდებული ბარაკული ტიპის ერთსართულიან სახლში. ხანძრის შედეგად  4 ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზარალებული ოჯახები ბათუმის მერიამ დააბინავა.

ბათუმელები