ედუარ ფილიპი – “საფრანგეთი მწვანე და წითელ ზონებად დაიყოფა”

ედუარ ფილიპი - "საფრანგეთი მწვანე და წითელ ზონებად დაიყოფა"საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა.

ედუარ ფილიპი აცხადებს, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგი ეტაპიდან საფრანგეთი წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები და ადგილობრივი ტესტირებისა და კონტაქტების მოკვლევის შესაძლებლობები ის კრიტერიუმებია, რომლებითაც ზონების დაყოფა მოხდება.

თუ ადმინისტრაციული რეგიონი წითელ ზონაში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი იქნება.

“შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სამოქმედო გეგმა, ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონები დავყოთ წითელ და მწვანე ზონებად, შესაბამისად გატარდება რეგულაციებიც, ზონებს, რომლებიც აღინიშნება წითლად, მკაცრი საკარანტინო რეგულაციები ელის, ასეთი მეთოდით უნდა მოვახერხოთ კოვიდ 19-ის პანდემიის სრულად დამარცხება,”- განაცხადა ედუარ ფილიპმა.

იპნ