ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8.059-ით მოიმატა და 110.238 გახდა.
განკურნებულთა რაოდენობამ 4.096-ით მოიმატა და 26.743-ს მიაღწია.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 965-ით მოიმატა და 10.096 გახდა.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ბოლო დღეებში ინფიცირებულთა განკურნებაში დიდ წარმატებას აღწევს და ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა.

