ესპანეთი ისევ წინ მიდის – განკურნებულთა რაოდენობამ 56,1%-ს მიაღწია

ესპანეთი ისევ წინ მიდის - განკურნებულთა რაოდენობამ 56,1%-ს მიაღწიაამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 236.899-ს შეადგენს.

მათგან განკურნებულია 132.929 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 56,1%-ია, რაც წინა დღის მონაცემებს 2,8%-ით აღემატება.

გარდაცვლილია 24.275 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,2%-ს შეადგენს. ეს წინა დღის მონაცემების იდენტურია.

ამ დროისთვის მკურნალობს 79.695 ადამიანი.

მათგან 71.931 ადამიანის, ანუ 90%-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დარჩენილი 10%-ის, ანუ 7.764-ის, მდგომარეობა რთული ან კრიტიკულია.