ესპანეთი კარანტინს მაისის მეორე ნახევრიდან მოხსნის, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება 9 მაისამდე გაგრძელდეს

ესპანეთი კარანტინს მაისის მეორე ნახევრიდან მოხსნის, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება 9 მაისამდე გაგრძელდესესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ქვეყანაში კორონავიუსის გამო დაწესებული მკაცრი კარანტინის მოხსნა მაისის მეორე ნახევრიდან იგეგმება. მისი თქმით, ზომების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება. ამასთან ესპანეთის პრემიერ აპირებს პარლამენტს თხოვნით მიმართოს, საგანგებო მდგომარეობა 9 მაისამდე გახანგრძლივდეს.

ცნობისთვის მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 14 მარტს დაწესდა. ესპანეთში, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი 204.178 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ვირუსს 21.282 ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ