ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასული 24 საათის განმავლობაში 3.026-ით მოიმატა და 180.659 გახდა.
განკურნებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ისევ 70.853-ს შეადგენს.
გარდაცვლილთა რაოდენობა 233-ით გაიზარდა და 18.812 შეადგინა.
ეს დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირათა მანძილზე.

