ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.045-ით გაიზარდა. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებზე 432-ით ნაკლებია და ბოლო კვირეებში საუკეთესო მაჩვენებელია.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 172.541-ს შეადგენს.
განკურნებულთა რაოდენობა 2.777-ით გაიზარდა და 67.504 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,1%-ია, რაც წინა 24 საათის შედეგს 1%-ით აღემატება.
საყურადღებოა, რომ ახლად ინფიცირებულთა და განკურნებულთა რაოდენობები ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდა. თუ ადრე ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა განკურნებულებისას დიდად აღემატებოდა, ახლა ეს ციფრი მხოლოდ 268-ს შეადგენს.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 567 ადამიანი და მათი რაოდენობა 18.056-ს გაუტოლდა.

