ესპანეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.092-ით გაიზარდა და 177.633 გახდა.
განკურნებულთა რაოდენობა 3.349-ით გაიზარდა და 70.853 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,8%-ია. ეს მაჩვენებელი წინა დღე-ღამისას 0,8%-ით აღემატება.
გარდაცვლილთა რაოდენობამ 523-ით მოიმატა და 18.579 გახდა.