ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა

ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბაამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 232.128-ს მიაღწია.

აქედან განკურნებულია 123.903 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53,3%-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 23.822 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,2%-ია.

ამრიგად, ესპანეთში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობამ 50%-ს გადააჭარბა.