ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასულ დღე-ღამეში 6.740-ით მოიმატა და 219.764 გახდა.
ეს მატების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა დღეებთან შედარებით.
განკურნებულთა რაოდენობამ 3.105-ით მოიმატა და 92.355 შეადგინა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 367-ით გაიზარდა და 22.524 გახდა.
ეს გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირეების განმავლობაში.

