ევროკომისია იტალიას ბოდიშს უხდის და დახმარებას პირდება – “დღეს თქვენთან ვართ”

ევროკომისია იტალიას ბოდიშს უხდის და დახმარებას პირდება - "დღეს თქვენთან ვართ"ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლეიენი იტალიას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ევროპამ სათანადო თანადგომა ვერ გაუწია ქვეყანას.

წერილში, რომელიც იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ გამოაქვეყნა, ფონ დერ ლეიენი წერს:

„უნდა ვაღიროთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ერთიანი ევროპული ზომები იყო საჭირო, ბევრი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას ერთად შევძლებდით, როგორც კავშირი. ეს იყო ძალიან საზიანო და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დღეს ევროპა იტალიის გვერდით დგას“.

ამასთან, ევროკომისია იტალიას კრიზისის დასაძლევად დახმარებას ჰპირდება. ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი 100 მილიარდ დოლარს გამოუყოფს იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

განცხადებას იტალიის პრემიერი, ჯიზეპე კონტეც გამოეხმაურა. „მჯერა, რომ საბოლოოდ ყველა გააცნობიერებს, რომ ერთიანი, მწყობრი და ძლიერი ევროპული პასუხი ერთადერთი გადაწყვეტილებაა. თუ ჩვენ კავშირი ვართ, მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ“,-განაცხადა კონტემ ესპანურ ტელევიზიასთან საუბრისას.

იპნ