ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი, მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრებლები იყო.
„ჩვენს ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში, იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა“,-აღნიშნა ჯანმოს ევროპის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლიუგემ.
იპნ

