გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა – დაშავდა ორსული ქალი

გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა - დაშავდა ორსული ქალიორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი დაშავდა ავტოავარიის შედეგად თბილისში. გლდანი-მუხიანის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.

დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ღუდუშაურის კლინიკასა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციასა და მედიკოსებთან ერთად მობილიზებული იყვნენ მაშველებიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

რუსთავი 2