გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მანქანა მტკვარში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია მძღოლი, 42 წლის მამაკაცი.
შემთხვევა 24 აპრილს საღამოს, კომენდანტის საათის დროს მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ავტომანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
ქართლი

