იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდა

იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდაიტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 3.153 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც მათი საერთო რაოდენობა 159.516 გახდა.

ეს ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 1 დღე-ღამეში დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

განიკურნა 1.224 ადამიანი და მათი რაოდენპბა 35.435 გახდა.

გარდაიცვალა 566 ადამიანი და მათმა რაოდენობამ 20.465-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დარჩენილი 103.616 შემთხვევის მხოლოდ 3%, ანუ 3.260 მიეკუთვნება რთულს ან კრიტიკულს. დანარჩენი 97%, ანუ 100.356 საშუალო ან მსუბუქ შემთხვევებს განეკუთვნება.