ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 175.925-ს შეადგენს.
მათგან განკურნებულია 44.927 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 25,5%-ს შეადგენს. ეს 16 აპრილის მონაცემებს 1,8%-ით აღემატება.
გარდაცვლილია 23.227 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,2%-ია. ეს 16 აპრილის მონაცემებს 0,1%-ით აღემატება.
აქვე მივუთითებთ, რომ ამ დროისთვის ინფიცირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 0,29%.
იტალიელი სპეციალისტები თვლიან, რომ ქვეყნის კარანტინმა შეამცირა მძიმე ავადმყოფების რაოდენობა.
კერძოდ, 2 კვირის წინ იტალიის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 4.000-მდე პაციენტი იმყოფებოდა, უმთავრესად ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონებიდან.
გუშინდელი, 17 აპრილის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 2.812-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, ზოგადად შემცირდა კოვიდ 19-ით დაავადებულთა ჰოსპიტალიზაციაც, რამაც შეამსუბუქა დაწოლა იტალიის ჯანდაცვის სისტემაზე.
“ეპიდემიის დასაწყისში ყოველ დაინფიცირებულ პირს ავადმყოფობის გადატანა 3 ადამიანზე შეეძლო, ლოკდაუნის გამოცხადები შემდეგ კი მას მხოლოდ 1 პირის დასნებოვნება შეუძლია” – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა ჯოვანი რეცამ.

