იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირება ისევ შემცირდა – გასულ 24 საათში 3.039 ადამიანი დაინფიცირდა

იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირება ისევ შემცირდა - გასულ 24 საათში 3.039 ადამიანი დაინფიცირდაიტალიაში გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.039-ით გაიზარდა და 135.586 გახდა.

ეს 24 საათში ინფექციის მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბილო კვირეების მანძილზე. გუშინდელ, ასევე რეკორდულ მაჩვენებელს, ის 560-ით ჩამორჩება.

განკურნებულთა რაოდენობამ 1.555-ით მოიმატა და 24.392 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 594-ით გაიზარდა და 17.127 გახდა.