იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.972 შეადგინა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162.488 გახდა.
პირველად ბოლო კვირეების მანძოლზე ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა 3.000-ს ჩამოსცდა, რითაც დღიური ნორმის კლების ტენდენცია შენარჩუნდა.
განკურნებულთა რაოდენობამ 1.695-ით მოიმატა და 37.130 გახდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა 602-ით გაიზარდა და 21.067 გახდა.

