აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ სადეზინფექციო ხსნარის ინექციის გამოყენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„არ მჯერა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ არ დალიოთ მათეთრებელი“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ გვერდზე.
საინტერესოა, რომ მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი მიიღეს.
მერილენდის შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახური იძულებული გახდა, გაეფრთხილებინა მოქალაქეები, რომ სადეზინფექციო ხსნარის დალევა ან ინექცია დაუშვებელია.
დონალდ ტრამპმა 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, რომ „შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულების სამკურნალოდ სადეზინფექციო ხსნარის ინექცია ეფექტური იყოს“.
ექიმებმა ეს ვარაუდი უარყვეს. მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ეს კომენტარი ჟურნალისტების მიმართ „სარკაზმი“ იყო.
პირველი არხი

