თბილისში ელექტროსკუტერები გამოჩნდა და მალე ქალაქის მცხოვრებლებს მათი მეშვეობით გადაადგილება შეეძლებათ.
ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, თავდაპირველად ქალაქში 1.000 სკუტერი იქნება, რომლებიც ამერიკულმა კომპანია ბერდმა შემოიტანა აჭარა ჯგუფის დახმარებით, რისთვისაც კალაძემ თემურ უგულავას მადლობა გადაუხადა.
ელექტროსკუტერის ჩართვა ეღირება 1 ლარი, 1 წუთი – 35 თეთრი.