კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო საფრანგეთმა 6000-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაათავისუფლა

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო საფრანგეთმა 6000-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაათავისუფლაკორონავირუსის გავრცელების მასშტაბურობის გამო, საფრანგეთმა პატიმრების ციხიდან გათავისუფლება დაიწყო.

საერთო ჯამში 6266 მსჯავრდებული იქნა განთავისუფლებული- უმრავლესი მათგანი სწორედ ისინი არიან, რომელთაც სასჯელის ვადა უკვე ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშრიებული პრობლემები აღენიშნებოდათ. საფრანგეთის პენტენციალური სისტემის ინფორმაციით, სულ 48 პატიმარს და ციხის 114 თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის ინფექცია.

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელება ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს. გასული დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირების 82 165 შემთხვევაა, რომელთაგან ფატალური 6500-ზე მეტი აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 14 008-ს შეადგენს, ხოლო 6662 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- მათი უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

ნიუპოსტი