ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ესპანეთში, რომელიც დაინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში, გარდაცვლილების რაოდენობით მესამეზე, გასული კვირას 3 მილიონი ადამიანი გაუშვეს სამსახურში. ნიღბების ტარება სავალდებულოა, თუმცა გაგიკვირდებათ და ამ ნიღბებს სახელმწიფო ურიგებს ხალხს. ვუყურებდი, მეტროს შესასვლელებში დგანან პოლიციელები და ურიგებენ ნიღბებს შემსვლელებს უფასოდ. დიახ, არ მოგესმათ, მეტროც მუშაობს. სახელმწიფო როცა მოქალაქეებისგან რაღაცას ითხოვს, მოთხოვნის შესრულებაშიც ეხმარება, პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. დავწერ ხოლმე მაინც პერიოდულად , ნორმალურ ქვეყნებში როგორ იქცევიან, რომ ვიცოდეთ რა აბსურდში გვახრჩობს ჩვენი ხელისუფლება.”