ნინო ჯანგირაშვილი – “გახარია გაწიწმატდა და გავარდა. ეს მგონი მართლა ვერ არის ჯანმრთელად”

ნინო ჯანგირაშვილი - "გახარია გაწიწმატდა და გავარდა. ეს მგონი მართლა ვერ არის ჯანმრთელად"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ორჯერ ვუყურე, ვიფიქრე მომესმა. კომპანიების წახალისების პაკეტზე კითხეს გახარიას ბრიფინგზე და იცით რას გეტყვითო, წახალისების პაკეტი კიარა, კომპანიებმა თუ თანამშრომლები გაუშვეს კრიზისის გამო სამსახურიდან ნაცვლად იმისა რომ შეენარჩუნებინათ და ხელფასი ეხადათ, მოვა მაგათი დრო და მივაკითხავთო, ეს კრიზისი რომ გადაივლისო, მივხედავთ მაგათო, დაიმუქრა, სახელმწიფოს რატომ უნდა ქონდეს მარტო ვალდებულება, კომპანიებსაც ხომ აქვთ ვალდებულებაო, გაწიწმატდა და გავარდა. ეს მგონი მართლა ვერ არის ჯანმრთელად. ამას გონია გაჩერებულ კომპანიებს შეუძლიათ გადასახადებიც იხადონ, ხელფასებიც არიგონ და უბრალოდ, ხოში აქვთ ეგეთი და არ აკეთებენ.”