იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მისი მთავრობის მიმართ არსებულ კრიტიკას გამეხმაურა, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
„დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“, – აღნიშნა კონტემ.
მისივე თქმით, ქვეყენაში მოქმედი კარანტინის მკაცრი რეჟიმი თვის ბოლოს შემსუბუქდება. ბოლო 24 საათში ახალი შემთხვევების რიცხვმა მხოლოდ 1%-ით მოიმატა, როდესაც გასულ კვირას ეს მაჩვენებელი 7% იყო.
ცნობისთვის, იტალიის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს არასათანადოდ მკაცრი ზომების მიღების გამო. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.

