პრემიერი ფილიპი – “მკაცრი შეზღუდვებით 62.000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ”

პრემიერი ფილიპი - "მკაცრი შეზღუდვებით 62.000 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ"საფრანგეთში კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა 62.000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა , – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის რისკის წინაშე დააყენა, რის გამოც რეგულაციები ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს და ეკონომიკური საქმიანობა განახლდეს.

ფილიპის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსი ერთბაშად ვერ გაქრება, ამიტომ მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს და ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაიცვას.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კოვიდ 19-ის 165.842 შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსისგან განიკურნა 45.513 ადამიანი.

გარდაიცვალა 23.293 ადამიანი.